„ჰიპოკრატეს წვნიანი“ – მარტივად მოსამზადებელი კერძი, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს
წვნიანები კერძები ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს, მით უმეტეს, ცივ სეზონზე, როდესაც ვირუსები ყველაზე მეტად აქტიურდებიან. ასეთ დროს წვნიანები იდეალური საკვებია.
ამჯერად „ჰიპოკრატეს წვნიანის“ რეცეპტს გაგაცნობთ, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს. ის გემრიელია, კარგად ანაყრებს და თან თირკმელებსაც ასუფთავებს.
„ჰიპოკრატეს წვნიანის“ მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 1 საშუალო ძირი ნიახური
- 1 საშუალო ოხრახუშის ფესვი
- 2 კბილი ნიორი
- 2 პატარა პრასი
- 680 გ პომიდორი
- 450 გ კარტოფილი
- 2 საშუალო თავი ხახვი
- ცოტა ოხრახუში (ფოთლები)
- მარილი – გემოვნებით
მომზადება:
პირველ რიგში, ყველაფერი კარგად გარეცხეთ (ოხრახუშის ფესვი, პომიდორი და კარტოფილი არ გაფცქვნათ), შემდეგ დაჭერით მოდიდო ნაჭრებად და ქვაბში მოათავსეთ. დაუმატეთ წყალი იქამდე, რომ ბოსტნეული დაიფაროს, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და მოთუშეთ 2 საათის განმავლობაში. შემდეგ ეს ყველაფერი თხელი პიურეს კონსისტენციამდე დააბლენდერეთ.
იმისათვის, რომ თქვენი წვნიანი გემრიელი იყოს, შეგიძლიათ სანელებლებიც დაუმატოთ, რომლებიც გიყვართ და გსურთ. წვნიანი ცხლად მიირთვით.
შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ კრუტონები (წვრილად დაჭრილი პურის ორცხობილები) და მიაყოლოთ.
რჩევა: შეინახეთ წვნიანი ჰერმეტულ ჭურჭელში, მაცივარში. „ჰიპოკრატეს წვნიანი“ კვებით ღირებულებას მაცივარში 48 საათის განმავლობაში ინარჩუნებს.
ნინო ბაჯელიძე
აგრეთვე, დაგაინტერესებთ: ჰიპოკრატეს რჩევა – როგორ დავიცვათ თავი უარყოფითი ენერგიებისგან
NON NOCERE – ვინ არის „ჰიპოკრატეს ფიცის“ ავტორი?
კომენტარები