საზოგადოებასაქართველო
ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრის პრესსამსახური ადასტურებს.
მათივე ინფორმაციით, ამირან გამყრელიძეს კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან და ჩატარებულმა ტესტმა დღეს დადებითი პასუხი აჩვენა.
ცენტრში აცხადებენ, რომ ამირან გამყრელიძე თავს კარგად გრძნობს და სიმპტომები არ აქვს.
კომენტარები