საზოგადოებასაქართველო

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ქვითრის ამონაწერი დაგვიანებით მოვიდა და კომუნალური სუბსიდიით ვერ სარგებლობთ

საქართველოს მთავრობის მეთაურის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო. ამ დახმარების მიხედვით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტსთ-ის ჩათვლთ ელექტროენერგიას და 200 კბ/მ – გაზს სახელწიფო დაუფარავს.

აღნიშნული დახმარება თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

მიუხედავად ამ შეღავათისა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) დასახმარებლად არაერთმა მოქალაქემ მიმართა.

ისინი ვერ სარგებლობენ კუთვნილი კომუნალური სუბსიდიით, რადგან გამანაწილებელმა კომპანიებმა მრიცხველები ვადაგადაცილებით ამოიკითხეს.

როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს მოქალაქე, ვის უნდა მიმართოს და როგორ შეუძლია უფლებების დაცვა, ამასთან დაკავშირებით დაიჯესტი ენერგოომბუდსმენს, სალომე ვარდიაშვილს დაუკავშირდა.

მისი თქმით, მოქალაქემ, რომლის ქვითარშიც დაგვიანებულია მრიცხველის ამონაწერის ჩვენება, უნდა მიმართოს ენერგოომბუდსმენის გვერდს სოციალურ ქსელში და ისინი დაეხმარებიან.

„არსებობს მიწოდებისა და მოხმარების წესები, რომლებიც მომხმარებელსა და ლიცენზირეულ კომანიას შორის არეგულირებს ურთიერთობებს.

ამ წესების მიხედვით კომპანია ვალდებულია ამონაწერი გააკეთოს თვეში ერთხელ.

თვე სამოქალაქო ქოდექსის მიხედვით, განიმარტება როგორც 30 სამუშაო დღე. შესაბამისად, 32-ე 33-ე დღეს აღებული ჩვენება თავისთავად დაგვიანებულია და მოქალაქეს შეუძლია ამ ხარჯის დაკორექტირების მოთხოვნა.

ამიტომ, ვმუშაობთ ამ საკითხების მოგვარებაზე და ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ნახავს რომ თავის ქვითარში დაგვიანებულია ამონაწერი, ის აუცილებლად დაკორექტირდება“,- ამბობს ვარდიაშვილი.

როგორ უნდა მოიქცეთ ამონაწერის დასაკორექტირებლად?

🔘 სოციალურ ქსელში მოძებნეთ ენერგოომბუდსმენის გვერდი

🔘 დაწერთ განცხადებას, სახლიდან გაუსვლელად

🔘 ელექტრონულად გადააგზავნით ქვითრის სურათს

🔘ელექტრონულად გადააგზავნით ხელმოწერილ განცხადებას

ენერგოომბუდსმენის თქმით, ვადაგადაცილება არ არის მიზანმიმართულ ქმედება:

„ვერ დავაბრალებ, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა კომპანიების მხრიდან. მათ ეს არაფერში სჭირდებათ. ვფიქრობ, უფრო არაორგანიზებულობასთან გვაქვს საქმე, რადგან დაგვიანებით ამოიწერეს მრიცხველი“,- განაცხადა ენერგოომბუდსმენმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით „სემეკს“ უკვე არაერთმა მოქალაქემ მიმართა. ისინი ჩივიან, რომ მთავრობის მიერ მათთვის კუთვნილი კომუნალური სუბსიდიით სარგებლობას ვერ ახერხებენ, რადგან პროგრამით გათვალიწინებულ ლიმიტებში (200 კვტ/სთ – ელექტროენერგია და 200 კბ/მ – გაზი) ვერ ეტევიან სწორედ კომპანიების თვითნებობის გამო

სემეკი უკვე ჩაერია საქმეში. კომისიამ გამანაწილებელ კომპანიების განუმარტა აღნიშნული დარღვევის შესახებ და დაავალდებულა მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევით აღებული მრიცხველის ჩვენებების გასწორება.

„მომდევნო პერიოდში მრიცხველების წაკითხვა თვეში ერთხელ, წაკითხვის თარიღის დაცვით უნდა მოხდეს. კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი სახის გაურკვევლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მომართონ კომისიას“, – ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close