თამთა გოდუაძის და პარის კასიდოკოსტასის სახლი: მინიმალისტური შტრიხებით, მშვენიერი ბაღით და ზღვის ხედებით (ფოტოები)
ბერძნების ერთ-ერთი საყვარელი წყვილი – თამთა და პარის კასიდოკოსტასი თითქმის ხუთი წელია ერთად არიან. მომღერალი და ბიზნესმენი ყოველთვის თავს იკავებენ ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრისგან, თუმცა, ამავე დროს, თავიანთ სიყვარულს არ მალავენ. ისინი ხშირად თამთას ქალიშვილთან – ანისთან ერთად ჩნდებიან.
ბოლო ორი წლის განმავლობაში თამთა და პარისი, ფაქტობრივად, ერთად ცხოვრობენ ათენის გარეუბანში, ვულიაღმენიში (სანაპირო პატარა ქალაქი ატიკის რეგიონში, ათენის ცენტრიდან სამხრეთით, 20 კმ-ში), მშვენიერ სახლში. როგორც ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე ჩანს, სახლი თანამედროვე სტილშია, გადატვირთვის გარეშე, მინიმალისტური დეკორით, კლასიკური ელემენტებითა და ნეიტრალური ფერებით. სახლიდან ათენის რივიერას შესანიშნავი ხედი იშლება, მის გარშემო კი უზარმაზარი ბაღია, საიდანაც თამთა ხშირად ტვირთავს ფოტოებს ინსტაგრამზე.
View this post on Instagram
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ თამთა გოდუაძის რჩეული, 38 წლის პარის კასიდოკოსტას-ლაცისი ლაცისების უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელია. მისი ბიძა, სპიროს ლაცისი „ფორბსმა“ 2020 წლის იანვარში ყველაზე მდიდარ ბერძნებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა 3 მლრდ ქონებით. სპიროს ლაცისმა უზარმაზარი ოჯახური ქონების მართვის სადავეები მამის – იანის ლაცისის გარდაცვალების (2003 წ.) შემდეგ გადაიბარა.
View this post on Instagram
View this post on Instagram
View this post on Instagram
ნინო ბაჯელიძე
ფოტოები თამთას ინსტაგრამიდან
მსგავს თემაზე: თამთას შეყვარებულის ბიძა ყველაზე მდიდარი ბერძენია – FORBES-ის რეიტინგი
კომენტარები