იტალიაკრიმინალი

გენუაში მორანდის ხიდის ჩამონგრევის მიზეზი დასახელდა

სპეციალისტებმა გენუაში მორანდის ხიდის ჩამონგრევის მიზეზი დაასახელეს. მათი შეფასებით, 2 წლის წინათ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც 43 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხიდის ხიმინჯის საწევი ბაგირის ზედა ნაწილის კოროზიამ გამოიწვია“ (“fenomeno di corrosione a cui è stata soggetta la parte sommitale del tirante Sud-lato Genova della pila 9”). ამის შესახებ Sputnik იტალია წერს.

არსებული ინფორმაციით, ლითონის ნაწილების კოროზიის პროცესი ხიდის ექსპლუატაციაში შესვლიდან პირველივე წლებში დაიწყო და ჩამონგრევის მომენტამდე გრძელდებოდა.

დროული შემოწმებები და ტექნიკური მომსახურება რომ ჩატარებულიყო, დიდი ალბათობით, შესაძლებელი გახდებოდა ტრაგედიის თავიდან აცილება.

მორანდის ხიდი 1960-იან წლებში აშენდა და ლიგურიის სანაპიროს გენუასთან აკავშირებდა. ხიდი 2018 წლის 14 აგვისტოს, 11:36 სთ-ზე ჩამოინგრა კოკისპირული წვიმის დროს.

ამ ვიადუკით ყოველდღიურად სარგებლობდნენ არა მარტო ადგილობრივი მცხოვრებლები, არამედ მასზე ტრანზიტული ავტომანქანებიც მოძრაობდნენ.

ჩამონგრევის მომენტში ხიდზე მყოფი ავტომობილები 70 მეტრის სიმაღლიდან ქვემოთ ჩავარდა, ნანგრევების ნაწილი ხიდის ქვეშ განლაგებულ საცხოვრებელ სახლებს დაეცა. დაიღუპა 43 ადამიანი, ათობით ადამიანი დაშავდა.

ერთი წლის შემდეგ მთავრობამ ხიდის აფეთქების გადაწყვეტილება მიიღო. 2 წლის შემდეგ კი, მიმდინარე წლის აგვისტოში, ამავე ადგილას ახალი ხიდი გაიხსნა.

ნინო ხოშტარია

ხიდის ჩამონგრევის ვიდეოკადრები

ხიდის აფეთქების ვიდეოკადრები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close