პოლიტიკასაქართველო

თეა წულუკიანი თანამდებობიდან გადადგა

ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის რვაწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. წულუკიანი „ქართული ოცნების“ მთავრობაში ის მინისტრია, რომელიც ამ ხნის განმავლობაში პოსტს უცვლელად იკავებდა.

თეა წულუკიანი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის უკვე წარდგენილ 20 წევრს შორის მეოთხე ნომერია. თანამდებობის დატოვებას მას საარჩევნო კანონმდებლობა ავალდებულებს.

„ვიდრე მე და ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრი უკვე ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩავერთვებით, კანონი გვავალებს, თანამდებობებიდან გადავდგეთ და შევაჯამოთ ჩვენი რვაწლიანი საქმიანობა იუსტიციის სამინისტროში“, – განაცხადა წულუკიანმა. მისი თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში სისტემაში ყველა ის ფუნდამენტური რეფორმა გატარდა, რომელმაც „მოქალაქეებს უფრო მეტი თავისუფლება და ინსტიტუციური დემოკრატია მისცა“.

თეა წულუკიანი საარჩევნო კამპანიაში 1-ლი ოქტომბრიდან ჩაერთვება.

ცნობისათის, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება – მოქალაქეები 30 დეპუტატს მაჟორიტარული წესით (22 – რეგიონებში, 8 – თბილისში) აირჩევენ, 120 დეპუტატი კი პარტიული სიებით შევა პარლამენტში.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 29 ივნისს დაამტკიცა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ. ახალი სისტემა 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close