პანდემიამ ქართული პასპორტი პასპორტების სიძლიერის გლობალურ ინდექსში 74 პოზიციით დააწინაურა
კორონავირუსის გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების მიხედვით განახლდა პასპორტების სიძლიერის გლობალური ინდექსი. ახალი მონაცემების თანახმად, რომლებიც ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, ქართულ პასპორტს სიძლიერის რანგის მიხედვით მე-15 პოზიცია უკავია. 2019 წელს საქართველოს ამ სიაში 89-ე პოზიცია ეკავა.
რეიტინგის ათეულში იაპონია, ახალი ზელანდია (პირველი პოზიცია), ფინეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი, ირლანდია, სამხრეთ კორეა, შვეიცარია, ავსტრალია (მეორე პოზიცია) და დანიაა (მე-3 პოზიცია).
რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: აშშ (მე-19 პოზიცია), თურქეთი (23-ე პოზიცია), რუსეთი (25-ე პოზიცია) და ისრაელი (28-ე პოზიცია).
ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოს პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა 57 სახელმწიფოშია შესაძლებელი, 33 ქვეყანაში ვიზა გაიცემა საზღვარზე, 108 ქვეყანაში სამოგზაუროდ კი ვიზაა საჭირო.
კომენტარები