ბერძნული პასპორტის მაღალი რეიტინგი

ბერძნულ პასპორტს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს – საბერძნეთის მოქალაქეებს მსოფლიოს 183 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა.

რეიტინგის მიხედვით, ბერძნულ პასპორტს მეექვსე ადგილი უჭირავს ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, ბელგიის, კანადისა და ირლანდიის პასპორტებთან ერთად. პირველ ადგილს ორი ქვეყანა ინაწილებს – იაპონია და სინგაპური. სიას 2006 წლიდან აქვეყნებს საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია Henley Passport Index საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან (IATA) ერთად. აღნიშნული რეიტინგი ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეების მიერ მსოფლიოში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობის მიხედვით დგება.

იმავე რეიტინგის მიხედვით, ქართული პასპორტი 52-ე ადგილზეა. საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოს 113 ქვეყანაში აქვთ უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა. 2006 წელს, როდესაც აღნიშნული რეიტინგის შედგენა დაიწყო, საბერძნეთს მე-9 ადგილი ეჭირა, ხოლო საქართველოს – 68-ე.

წყარო: https://www.henleypassportindex.com/global-ranking

კომენტარები