ისტორიაპოლიტიკა

ბერძენი მიტროპოლიტი, რომელიც სტამბოლში ქართველებზე ზრუნავს (ვიდეო)

გთავაზობთ რადიო თავისუფლების მიერ მომზადებულ საინტერესო ვიდეოსიუჟეტს. წარმოდგენილია თურქეთის ორი კუნძულის, იმვროსისა და ტენედოსის, მიტროპოლიტი კირილოსი, რომელიც სტამბოლის ედირნექაფის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარია და, ამავდროულად, ქართველთა დიდი მეგობარი, რაც სიუჟეტიდანაც კარგად ჩანს.

აქვე მოკლედ აღნიშნული კუნძულების ისტორიის შესახებ: ეგეოსის ზღვის სხვა ბერძნული კუნძულებისგან განსხვავებით იმვროსი და ტენედოსი თურქეთის შემადგენლობაშია, 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულების თანახმად.

თურქეთმა ამ კუნძულებზე თავისი სუვერენიტეტის გავრცელება მათი სტრატეგიული მნიშვნელობით დაასაბუთა – იმვროსი და ტენედოსი დარდანელის სრუტის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს და თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სრუტის შესასვლელის კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ 1923 წელს იმვროსის მოსახლეობა, დაახლოებით 8 ათასი კაცი, მთლიანად ბერძნული იყო, ხოლო ტენედოსზე 5200 ქრისტიანი ცხოვრობდა და მხოლოდ 1400 თურქი, საბერძნეთმა ვერ შეძლო კუნძულების შენარჩუნება.

დროთა განმავლობაში თურქეთმა დაარღვია მიცემული პირობა და დაიწყო კუნძულების კოლონიზაცია. თანდათანობით ბერძნული მოსახლეობა შემცირდა და მათი ადგილი ჩამოსახლებულმა თურქებმა დაიკავეს.

სადღეისოდ კუნძულებზე რამდენიმე ასეული ბერძენი ცხოვრობს, ხოლო თურქების რაოდენობა 10 ათასს აჭარბებს. ამჟამად იმვროსისა და ტენედოსის მიტროპოლიტი სტამბოლში მოღვაწეობს და მის სამწყსოში ქართველებიც შედიან. დანარჩენს სიუჟეტიდან შეიტყობთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close