იტალიასაზოგადოება

„დაგვიბრუნეთ დღესასწაულის აღნიშვნის თავისუფლება!“ – პატარძლების საპროტესტო აქცია რომში (ფოტოები)

„დაგვიბრუნეთ დღესასწაულის აღნიშვნის თავისუფლება“ (“Ridateci la libertà di festeggiare”) – ასეთი იყო პატარძლების  საპროტესტო აქციის სლოგანი, რომელიც დღეს, 7 ივნისს რომში გაიმართა. ამის შესახებ tg24.sky წერს

იტალიელი პატარძლები ხელისუფლებას სთხოვენ, არ მოკლას სექტორი, რომელიც საქორწილო ცერემონიებისა და წვეულებების ორგანიზებაზე მუშაობს.

ცოტა სტუმარი, არანაირი ფურშეტი, სავალდებული პირბადე, მათი თქმით, პრობლემებს ქმნის.

ფლეშმობი რომში ტრევის ცნობილი შადრევნის წინ გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ სადღესასწაულო ცერემონიები იტალიაში ივნისის შუა რიცხვებიდან ისევ დაშვებულია, მაგრამ სტუმართა შეზღუდული რაოდენობით. ხალხმრავალი ქორწილები და ცერემონიები კვლავ იკრძალება.

დღევანდელი პერფორმანსის ორგანიზატორი იტალიის საჩუქრების, სუვენირების, ქორწილების და კანფეტების ასოციაციაა.

ნინო ხოშტარია

Ansas-ს ფოტოები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close