მოგზაურობაnewsიტალია

იტალიის ხელისუფლებამ ბენგლადეშიდან რეისები გააუქმა კორონავირუსის შემთხვევების გამო

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩამსვლელთათვის იტალია ახალ წესებზე მუშაობს

უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, 13 ივლისამდე იტალია კრძალავს რეისებს ბანგლადეშიდან, – შესაბამის განკარგულებას ჯანდდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ მოაწერა ხელი. გადაწყვეტილება იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლუიჯი დი მაიოსთან შეთანხმებით არის მიღებული. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

საქმე ისაა, რომ ბანგლადეშიდან რომში ბოლო რეისით ჩაფრენილ მგზავრთა შორის კორონავირუსით ინფიცირება ბევრს დაუდასტურდა.

„შენგენის და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შემომსვლელი მგზავრებისთვის სავალდებულო კარანტინი უკვე არსებობს, მაგრამ ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლის შემდეგ ვერ დავუშვებთ ვირუსის იმპორტირებას საზღვარგარეთიდან“, – დაწერა ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ თავის ფეისბუქის გვერდზე.

ამას გარდა, უახლოეს მომავალში იტალიის ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები ახალ წესებს შეიმუშავებენ იმ მგზავრებისთვის, რომლებიც იტალიაში შენგენის ზონის და ევროკავშირის არაწევრი, ე. წ. მესამე ქვეყნებიდან ჩადიან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close