fbpx
newsსაქართველო

პანდემიამ ქართული პასპორტი პასპორტების სიძლიერის გლობალურ ინდექსში 74 პოზიციით დააწინაურა

კორონავირუსის გამო დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების მიხედვით განახლდა პასპორტების სიძლიერის გლობალური ინდექსი. ახალი მონაცემების თანახმად, რომლებიც ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, ქართულ პასპორტს სიძლიერის რანგის მიხედვით მე-15 პოზიცია უკავია. 2019 წელს საქართველოს ამ სიაში 89-ე პოზიცია ეკავა.

რეიტინგის ათეულში იაპონია, ახალი ზელანდია (პირველი პოზიცია), ფინეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი, ირლანდია, სამხრეთ კორეა, შვეიცარია, ავსტრალია (მეორე პოზიცია) და დანიაა (მე-3 პოზიცია).

რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: აშშ (მე-19 პოზიცია), თურქეთი (23-ე პოზიცია), რუსეთი (25-ე პოზიცია) და ისრაელი (28-ე პოზიცია).

ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოს პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა 57 სახელმწიფოშია შესაძლებელი, 33 ქვეყანაში ვიზა გაიცემა საზღვარზე, 108 ქვეყანაში სამოგზაუროდ კი ვიზაა საჭირო.

ცნობისთვის: პასპორტის ინდექსი (Global Passport Index) ყოველწლიურად ქვეყნდება. ის გაეროს წევრი 193 ქვეყნის მონაცემებს აანალიზებს და ითვლის, თუ ამა თუ იმ ქვეყნის პასპორტით რამდენ ქვეყანაშია შესაძლებელი უვიზოდ მიმოსვლა.
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close