პაპარაციმ თამთა და მისი რჩეული მილიარდერი გასეირნებისას დააფიქსირა (ფოტოები)
თამთა და პარის კასიდოკოსტასი (ლაცისი) უკვე 4 წელია, ერთად არიან და ბერძნულ შოუ-ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე შეყვარებულ წყვილად ითვლებიან, თუმცა ისინი საგულდაგულოდ მალავენ თავიან პირად ცხოვრებას და საჯაროდ ძალიან იშვიათად ჩნდებიან ერთად.
ცოტა ხნის წინ FTHIS.GR-ის კამერამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალი მომხიბვლელ და წარმატებულ ბიზნსმენთან ერთად დააფიქსირა მათი გასეირნების დროს ვულიაღმენიში (სანაპირო პატარა ქალაქი ატიკის რეგიონში, ათენის ცენტრიდან სამხრეთით, 20 კმ-ში). სხვათა შორის, ამ ქალაქის მერი იყო პარისის მამა, გრიგორის კასიდოკოსტასი 1986-2002 წლებში.
სპორტულ სამოსში ჩაცმული წყვილი გასეირნებით ტკბება.
შეგახსენებთ, რომ თამთა გოდუაძის რჩეული, 37 წლის პარის კასიდოკოსტას-ლაცისი ლაცისების უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელია. მისი ბიძა, სპიროს ლაცისი „ფორბსმა“ 2020 წლის იანვარში ყველაზე მდიდარი ბერძნებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა 3 მლრდ ქონებით. სპიროს ლაცისმა უზარმაზარი ოჯახური ქონების მართვის სადავეები მამის – იანის ლაცისის გარდაცვალების (2003 წ.) შემდეგ გადაიბარა.
სპიროს ლაცისი თამთას რჩეულის დედის – მარიანა ლაცისის ძმაა. აღსანიშნავია, რომ მარიანა ცნობილი ფილანთროპია, მან სოლიდური თანხები შესწირა მიწისძვრით დაზარალებული ბერძნებისა და ათენში ოლიმპიური თამაშებისთვის.
თავად პარისი ფილმების პროდიუსერი და გემთმფლობელია.
ნინო ბაჯელიძე
მსგავს თემაზე: თამთას შეყვარებულის ბიძა ყველაზე მდიდარი ბერძენია – FORBES-ის რეიტინგი
კომენტარები