fbpx
საზოგადოებაქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

პაპარაციმ თამთა და მისი რჩეული მილიარდერი გასეირნებისას დააფიქსირა (ფოტოები)

თამთა და პარის კასიდოკოსტასი (ლაცისი) უკვე 4 წელია, ერთად არიან და ბერძნულ შოუ-ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე შეყვარებულ წყვილად ითვლებიან, თუმცა ისინი საგულდაგულოდ მალავენ თავიან პირად ცხოვრებას და საჯაროდ ძალიან იშვიათად ჩნდებიან ერთად.

ცოტა ხნის წინ FTHIS.GR-ის კამერამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალი მომხიბვლელ და წარმატებულ ბიზნსმენთან ერთად დააფიქსირა მათი გასეირნების დროს ვულიაღმენიში (სანაპირო პატარა ქალაქი ატიკის რეგიონში, ათენის ცენტრიდან სამხრეთით, 20 კმ-ში). სხვათა შორის, ამ ქალაქის მერი იყო პარისის მამა, გრიგორის კასიდოკოსტასი 1986-2002 წლებში.

სპორტულ სამოსში ჩაცმული წყვილი გასეირნებით ტკბება.

შეგახსენებთ, რომ თამთა გოდუაძის რჩეული, 37 წლის პარის კასიდოკოსტას-ლაცისი ლა­ცი­სე­ბის უმდიდრესი ოჯა­ხის წარმომადგენელია. მისი ბიძა, სპიროს ლაცისი „ფორბსმა“ 2020 წლის იანვარში ყველაზე მდიდარი ბერძნებს შორის პირველ ადგილზე  დაასახელა 3 მლრდ ქონებით. სპიროს ლაცისმა უზარმაზარი ოჯახური ქონების მართვის სადავეები მამის – იანის ლაცისის გარდაცვალების (2003 წ.) შემდეგ გადაიბარა.

სპიროს ლაცისი თამთას რჩეულის დედის – მარიანა ლაცისის ძმაა. აღსანიშნავია, რომ მარიანა ცნობილი ფილანთროპია, მან სოლიდური თანხები შესწირა მიწისძვრით დაზარალებული ბერძნებისა და ათენში ოლიმპიური თამაშებისთვის.

პარისი დედასთან, მარიანასთან ერთად. 2014 წ.

თავად პარისი ფილმების პროდიუსერი და გემთმფლობელია.

ნინო ბაჯელიძე

მსგავს თემაზე: თამთას შეყვარებულის ბიძა ყველაზე მდიდარი ბერძენია – FORBES-ის რეიტინგი

თამთა და პარისი 2018 წელს
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close