ივლისში ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ სამი მიმართულებით შეასრულებს
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ივლისში მორიგ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ივლისში ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს:
ამსტერდამის მიმართულებით:
• 4 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
• 6 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 11 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
• 18 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
• 20 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 25 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
• 27 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
ვენის მიმართულებით:
• 5 ივლისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);
• 12 ივლისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);
თელ-ავივის მიმართულებით:
• 2 ივლისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი (გაფრენა 07:10, მოფრენა 13:15)
ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება, ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2020 წლის 25 ივნისს მიანიჭა.
კიდევ დამატებითი ჩარტერული რეისების დანიშვნის შემთხვევაში სააგენტო მგზავრებს ინფორმაციას ფრენის ნებართვის მინიჭებისთანავე მიაწვდის.
კომენტარები