სამზარეულორჩევები

სააღდგომო პასქა არაჟნით – ფუმფულა და გემრიელი

კაცია და გუნება! ზოგს მძიმე და ნესტიანი ტრადიციული პასქა მოსწონს, ზოგს უფრო ფუმფულა. არაჟნით დამზადებული სააღდგომო პასქა ძალიან ნაზი და ჰაეროვანია, რადგან დიდი რაოდენობით ცხიმოვან ინგრედიენტებს შეიცავს. სხვათა შორის, ამის წყალობით ის რამდენიმე დღის განმავლობაში ახალგამომცხვარივითაა. ცადეთ და თავად დარწმუნდებით!

საჭირო მასალა:

500 მლ რძე; 700 გ შაქარი; 1.5 კგ ფქვილი; 11 გ მშრალი საფუარი; 350 გ კარაქი; 100 გ ერბო ან მარგარინი; 10 კვერცხი; 2 ს. კ. არაყი; 100 გ არაჟანი; 100 გ ქიშმიში; 1.5 ს. კ. მზესუმზირას ზეთი; 1 ს. კ. ვანილიანი შაქარი; მწიკვი მარილი.

მომზადება:

  1. ხაში: გამთბარ რძეში ჩაყარეთ 350 გ შაქარი და საფუარი. კარგად აურიეთ და დადგით ხაში 15 წთ-ის განმავლობაში.
  2. კარაქი და ერბო (ან მარგარინი) გაადნეთ ნელ ცეცხლზე და გააცივეთ, შეურიეთ დაყენებულ ხაშს და დაუმატეთ არაყი, არაჟანი, მარილი, მზესუმზირას ზეთი და ვანილის შაქარი. მასა კარგად აურიეთ.
  3. ცომი: მიღებულ მასას დაუმატეთ ფქვილი  და მოზილეთ ელასტიკური ცომი. გააჩერეთ სითბოში 2 სთ. ცომს შემდგომ ზევიდან მოაყარეთ დარბილებული ქიშმიში და გააჩერეთ კიდევ 1 სთ.
  4. გადაიტანეთ ცომი ფორმებში, გადააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ თბილ ადგილას ასაფუებლად 20 წთ-ის განმავლობაში. შეგიძლიათ ჰაერღუმელშიც შედგათ 40 გრადუსზე. გამოაცხვეთ პასკა 180 გრადუსზე 40 წთ-ის განმავლობაში.

რჩევები: შეგიძლიათ გარეცხილ და გასუფთავებულ ქიშმიშს ანადუღარ მოცხელო წყალთან ერთად ერთი სუფრის კოვზი (ან ცოტა ნაკლები) კონიაკი ან ბრენდი დაასხათ და 10 წუთს გააჩეროთ. შემდეგ გაწურეთ, ქაღალდის ხელსახოცით შეაშრეთ და ისე გამოიყენეთ.

თუ შეხედავთ, რომ პასქებს თავები ეწვება და გამოცხობა აკლია, ზემოდან ფოლგა დააფარეთ.

შეგიძლიათ გამომცხვარ პასქებს თავზე ბეზეს ჭიქური მოასხათ და ლამაზი მოსაყრელებით გააფორმოთ, ან უბრალოდ, ცხელსვე შაქრის პუდრი მოაყაროთ.

სოფო გურჯიშვილი

შეგიძლიათ სხვა რეცეპტი სცადოთ: უგემრიელესი სააღდგომო პასქა – რჩეული, თანაც საკმაოდ მარტივი რეცეპტი

https://nostal.ge/2020/04/17/saardgomo-paska/

ძალიან გემრიელია, აგრეთვე, ბერძნული სააღდგომო კულიჩი – ცურეკი.

ცურეკი – ბერძნული სააღდგომო კულიჩი

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close