დავით ზალკალიანმა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის ახალი გრაფიკი დაასახელა
ბოლო ორ დღეში ბერლინიდან და ათენიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
დავით ზალკალიანმა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მომავალი გრაფიკი დაასახელა.
26 მარტი – შესრულდება რეისი თბილისი-ვენა-თბილისი;
31 მარტი – შესრულდება რეისი თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;
3 აპრილი – შესრულდება რეისი თბილისი-ვარშავა- თბილისი;
7 აპრილი – შესრულდება რეისი თბილისი-ათენი- თბილისი;
10 აპრილი – შესრულდება რეისი თბილისი – ლარნაკა – თბილისი.
მისი თქმით, ამ რეისებზე ბილეთები გაიყიდება თავისუფალი გრაფიკით და ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება „საქართველოს ავიახაზების“ ვებგვერდზე. ასევე ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება საგარეო სამინისტროს ვებგვერდზე. „ნებისმიერი კლასის ავიაბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს პრინციპი იქნება დაცული და გაკონტროლდება. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14-დღიან კარანტინს“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
imedinews.ge
კომენტარები