fbpx
საზოგადოებასაქართველო

დავით ზალკალიანმა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის ახალი გრაფიკი დაასახელა

ბოლო ორ დღეში ბერლინიდან და ათენიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

დავით ზალკალიანმა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მომავალი გრაფიკი დაასახელა.

26 მარტი – შ​ესრულდება რეისი თბილისი-ვენა-თბილისი;

31 მარტი – შესრულდება რეისი თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;

3 აპრილი – შე​სრულდება რეისი თბილისი-ვარშავა- თბილისი;

7 აპრილი – შესრულდება რეისი თბილისი-ათენი- თბილისი;

10 აპრილი – შესრულდება რეისი თბილისი – ლარნაკა – თბილისი.

მისი თქმით, ამ რეისებზე ბილეთები გაიყიდება თავისუფალი გრაფიკით და ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება „საქართველოს ავიახაზების“ ვებგვერდზე. ასევე ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება საგარეო სამინი​სტროს ვებგვერდზე. „ნებისმიერი კლასის ავიაბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს პრინციპი იქნება დაცული და გაკონტროლდება. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14-დღიან კარანტინს“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close