fbpx
სპორტი

„ფლამენგოს“ მწვრთნელმა ჟურნალისტებს კორონავირუსით დაავადება უსურვა

ბრაზილიური „ფლამენგოს“ პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟესუსი, რომელსაც ერთი კვირის წინ კრონავირუსი აღმოუჩინეს, სამშობლოში დაბრუნდა. გაზეთ AS-ის ინფორმაციით, აეროპორტში 65 წლის სპეციალისტი ალყაში მოაქციეს ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა.

მედიის წარმომადგენლებს, ჟესუსისგან განსხვავებით, არ ჰქონდათ დამცავი საშუალებები – სამედიცინო ნიღბები და ხელთათმანები. ამან მწვრთნელი გააბრაზა და რაღაც მომენტში, თავის ავადმყოფობაზე შეკითხვისას, ვერ მოითმინა და ჟურნალისტებს პირდაპირ მიახალა: „ეს თქვენ უნდა შეგყროდათ ვირუსი“.

უფრო ადრე ჟესუსმა განაცხადა, რომ წავიდა კარანტინში, მაგრამ თავს ნორმალურად გრძნობს.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close