კორონავირუსმა მისალმების ახალი ეტიკეტი დაამკვიდრა – იდაყვზე შეხება და ფეხით ფეხზე შეხება
ხელის ჩამორთმევა, ლოყაზე კოცნა, ჩახუტება – ყოველდღიური მისალმებები, რომლებიც ჩვენს კულტურაში არის აღბეჭდილი, უკვე არ არის ისეთი მისასალმებელი, როგორც ადრე იყო, – წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი სტატიაში იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის კორონავირუსის გავრცელება სოციალურ ურთიერთქმედებას მსოფლიოში, განსაკუთრებით კი – დასავლურ სამყაროში. გამოცემას ბოლო დღეების განმავლობაში დაფიქსირებული ამის ყველაზე ნათელი მაგალითები მოყავს.
როდესაც გერმანიის კანცლერმა ხელი გაუწოდა შს მინისტრს, მან უარი განაცხადა ხელის ჩამორთმევაზე. კორონავირუსამდე ამგვარი საქციელს ცუდ მანერებს მიაწერდნენ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 150 შემთხვევა დაფიქსირდა, ანგელა მერკელმა გაიღიმა და განაცხადა, რომ მინისტრი სწორად მოიქცა.
იტალიაში კორონავირუსის საკითხზე ქვეყნის სპეციალურმა კომისარმა ანჯელო ბორელიმ აღნიშნა, რომ „იტალიელების დემონსტრაციული ბუნება ვირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს“.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა ასევე მოუწოდა ფრანგებს, უარი თქვან ჩახუტებასა და ერთმანეთის კოცნაზე.
ჯანმოს პანდემიური დაავადებების დირექტორის, სილვი ბრანის თქმით კი, ხელის ჩამორთმევის უსაფრთხო ალტერნატივას წარმოადგენს იდაყვის შეხებით მისალმება, ფეხით ფეხზე შეხება და აზიური მისალმება, კერძოდ, „ვაი“.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები