fbpx
საზოგადოებასაქართველო

ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფულია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოქალაქეებს კიდევ ერთი რეკომენდაციით მიმართა.

გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო არის ფული.

აქედან გამომდინარე, მისი თქმით, უმჯობესია, თუ ე.წ. „ქეშ“ ფულს არ გამოიყენებენ.

გამყრელიძის განმარტებით, ჩინეთი მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე და იქ ყველა ანგარიშსწორება ელექტრონულად ხდება.

„ერთ-ერთი წყარო გავრცელებისა გახლავთ ფული, ბანკნოტები. მინდა დღეს მოვუწოდო ბანკებს, განსაკუთრებით იმ ბანკებს, ვინც არიგებენ ე.წ ქეშით პენსიებს, ზოგადად, მოსახლეობას, შესაძლოა ჩვენთვის ნაკლებად დამაზიანებელია, რადგან შიდა გავრცელება არ გვაქვს და ამ მეთოდებს იყენებდა ჩინეთი, მაგრამ რაც ადრე გამოვიყენებთ ამ ტიპის პრევენციულ ღონისძიებებს, მით უფრო დავიცავთ თავს. ჩინეთი ამ პერიოდში მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე, ანუ ყველა ანგარიშსწორება იქ ხდება ელექტრონულად. ჩვენთანაც უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული, მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია ქეშით, სასურველია ქეშის ხმარების დროს, შემდეგ მაქსიმალურად დავიმუშავოთ ხელები“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მან ბანკებს მიმართა, ყველა ფილიალში სადეზინფექციო სივრცეები ჰქონდეთ.

„მინდა, მივმართო ბანკებს, ბანკებს აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ყველა ფილიალში, ბანკის განყოფილებებში იყოს ხელის დასამუშავებელი სივრცეები და იდგეს დეზინფექტორები, რათა ადამიანებს ჰქონდეთ ხელის დამუშავების საშუალება. ეს აუცილებელია თვითონ ბანკის თანამშრომლებისთვის, რომლებიც გასცემენ ქეშით თანხას, ასევე მათთვის, ვინც იღებს ქეშით თანხას. თავშეყრაა ხოლმე, როცა პენსიების გაცემა ხდება და მინდა ვთხოვო იმ ბანკებს, ვინც გასცემს პენსიებს, იქნებ ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომ გაცემა იყოს ელექტრონულად და თუ ამის საშუალება არ არის, ან ადამიანს არ უნდა, მაშინ შეუქმნან პენსიონერებს შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ფულის აღების შემდეგ ან მანამდე, ჰიგიენური ნორმები დაიცვან. თუ შესაძლებელია, რომ ამ დროს ავარიდოთ თავი დიდ თავშეყრას და რიგებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ჰიგიენური პირობების დაცვისკენ მოუწოდა დიდ მოლებს, მაღაზიებსა და კინოთეატრებსაც.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close