ცოტნე გამსახურდიამ „როგორც კი ბიოლოგიური მშობელი დაინახა, ისევ დამძიმდა და ღრმა ძილში გადავიდა“
ცოტნეს გამოჯანმრთელებას საკუთარი დედა უშლის ხელს?
მაია ორჯონიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:
„მეგობრებო, ვიცი ძალიან ბევრს გაეხარდება, როცა გაიგებთ რომ ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა – ის თვალებს ახელს და კიდურებსაც ამოძრავებს. ჯერ ვერ ლაპარაკობს, მაგრამ დინამიკა ისეთია, რომ ამ მხრივაც მალე შედეგი უნდა დადგეს.
ახლა სტატუსის არსზე… ძალიან არ მსიამოვნებს ოჯახის, მითუფრო სხვისი ოჯახის საქმის გაშუქება, მაგრამ ერთადერთი, რის გამოც იძულებული ვარ ეს გავაკეთო ისაა,რომ ცოტნეს რეაბილიტაციის პროცესი პირდაპირაა დამოკიდებული დღეს მის ირგვლივ არსებულ გარემოზე,რაც აუცილებლად გულისხმობს სიმშვიდისა და პოზიტიური განწყობის ატმოსფეროს. სამწუხაროდ ეს მარტივი ჭეშმარიტება არ ესმის იმ ადამიანს,რომელიც ბუნების კანონით ცოტნეს სიმშვიდისა და ჯანმრთელობის პირველი დამცველი უნდა იყოს. ყველამ იცით, რომ მიზეზთა გამო ცოტნეს ძალიან მძიმე ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ დედასთან, მანანა არჩვაძესთან – უფრო სწორად დიდი ხანია რაც ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონდა, რაც თავისთავად უკვე ტრაგედიაა, მით უფრო ისეთი მგრძნობიარე ადამიანისთვის, როგორიც ცოტნეა. მას მერე, რაც ცოტნე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, მას თავზე ადგა მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი, მეუღლე ანა ჯაბაური.
მანანა არჩვაძემ, რომელიც უკვე წლებია ჯანმრთელ ცოტნეს სათოფეზე ვერ ეკარებოდა – გადაწყვიტა მისი უმწეო მდგომარეობით ესარგებლა და კომაში მყოფი შვილის საყვარელი ადამიანის წინააღმდეგ ფეისბუკზე ბინძური კამპანიის აგორება დაიწყო – რას არ აბრალებდნენ ანა ჯაბაურს, ძალიან პოზიტიურ და ღირსეულ ადამიანს – კაგებეს „გენერლადაც“ კი მონათლეს გონებაამღვრეულმა,სიძულვილით განმსჭვალულმა მანანისტებმა. ამ უზნეობის ზეიმზე ყურადღების გამახვილებაც არ ღირდა, მაგრამ ეს ფაქტი შეუმცდარად აჩვენებს თავად მანანა არჩვაძის ზნეობრივ მდგომარეობას და რაზეა ის წამსვლელი მაშინ, როდესაც რაიმე მიზნად აქვს დასახული. მანანა არჩვაძემ თურქეთის საავადმყოფოს დირექცია მისი ჩამოსვლის დღიდანვე მორალურ ტერორში მოაქცია – საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დაქალი ვარ და მე რასაც გეტყვით,ის უნდა გააკეთოთო. პირველი,რაც არჩვაძემ მოითხოვა-ანას ცოტნეს რეანიმაციულ პალატაში არდაშვება იყო,ეს არ იკმარა და ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნებისმიერი ინფორმაციის შეტყობინებაც კი აუკრძალა ექიმებს ცოტნეს ცოლისთვის. ექიმები მალევე მიხვდნენ,რომ საქმე კლინიკურ შემთხვევასთან ჰქონდათ,მაგრამ მანანას მუდმივი ისტერიული მუქარები სასამართლოში მათზე ჩივილით ექიმებს აიძულებდა,რომ ანგარიში გაეწიათ მისი ავადმყოფური მოთხოვნებისთვის-ანას მეუღლის მონახულება მთლიანად შეუზღუდეს და უმწეო ცოტნე ბოლომდე მანანას კლანჭებში აღმოჩნდა.
გარკვეული დრო ასე გაგრძელდა,სანამ ანამ სასამართლოს მიერ მისთვის გაცემული ოფიციალური სტატუსი არ წარუდგინა თურქულ საავადმყოფოს,რაც მას მეუღლესთან პალატაში შესვლის უფლებას ანიჭებდა.ამასობაში ცოტნეც გამოიყვანეს ხელოვნური კომიდან და პირველად ცოტნეს მდგომარეობის გაუმჯობესება ორი კვირის წინ მოხდა-მაშინ პირველად გაახილა თვალები და ხელებიც აამოძრავა,სუსტად რეაგირებდა მეუღლის სიტყვებზეც… პროცესი,რომელსაც ყველა დიდი მღელვარებითა და იმედით ელოდებოდა,დაიწყო-ორგანიზმის რეაბილიტაციის პროცესი ურთულესი ტრავმის შემდეგ. ახლა მხოლოდ ისღა იყო საჭირო,რომ უმძიმესი თავის ქალის ტრავმის შემდეგ პოსტ-კომატოზური პერიოდი ცოტნეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გაევლო. ასეთ გარემოს კი მაქსიმალურად უქმნიდა საავადმყოფოს პერსონალიც და მისი მეუღლე ანა ჯაბაურიც,თავად ექიმი-კარდიოლოგი.ყველაფერი კარგად მიდიოდა,რომ არა მანანა არჩვაძის დაუოკებელი ჟინი უკვე კომიდან გამოსული ცოტნეს გვერდით ჯდომისა,რამაც ცოტნეს ჯანმრთელობაზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოახდინა-როგორც კი ბიოლოგიური მშობელი დაინახა,ისევ დამძიმდა და ღრმა ძილში გადავიდა.
ამის შემდეგ ანა ჯაბაურმა ექიმებს მოსთხოვა,რომ გაეთვალისწინებინათ მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობა და შესაბამისად ნებისმიერი ფაქტორი,რაც ცოტნეს მდგომარეობაზე უარყოფითად აისახებოდა-გამოერიცხათ. ბუნებრივად დადგა საკითხი,რომ მანანა არჩვაძისთვის მისი შვილის პალატაში ყოფნა შეეზღუდათ,რასაც ისევ მოყვა არჩვაძის ისტერიკა და მუქარები. ექიმები იძულებულები გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ და 24 საათიდან 8 საათი მანანა არჩვაძე ისევ ცოტნეს პალატაში ატარებდა. ამის შედეგად პაციენტის რეაბილიტაციის პროცესი ისევ დამუხრუჭდა, მანანა არჩვაძე ხედავდა-როგორ უსიტყვოდ იტანჯებოდა უმწეო მდგომარეობაში მყოფი მისი შვილი მანანას გვერდით ყოფნის გამო, მაგრამ თავისას მაინც არ იშლიდა. ბოლოს მოხდა ისე,რომ რამდენიმე დღე მხოლოდ ანა იყო ცოტნეს გვერდზე და რეაბილიტაციის დინამიკა ისევ გამოსწორდა – უკვე ბევრად საგრძნობლად. რამდენიმე დღეში მანანა ისევ გამოჩნდა პალატაში და ყველაფერი წრეზე დაბრუნდა,
ცოტნეს მდგომარეობა ისევ დამძიმდა!
საკუთარი შვილის ასე გატანჯვა როგორც ჩანს-მანანა არჩვაძის მიზანს წარმოადგენდა,თორემ შვილის ჯანმრთელობაზე მეტად მისი პალატაში ჯდომა რატომ უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი?! ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი ამას ვერასოდეს გაიგებს.
ბოლო რაც მოხდა ისააა,რომ რამდენიმე დღის წინ მანანა არჩვაძემ მობილურიდან ფოტო გადაუღო ძილში მყოფ ცოტნეს და ფეისბუკზე (!) დააპოსტინა „მანანისტებად“ ცნობილ თავის აგრესიულ ამალას,რაც ეთიკურ ნორმებს რომ თავი დავანებოთ-იმ კლინიკის წესების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა,რომელშიც ცოტნე იწვა,რადგან პაციენტისგან უნებართვოდ მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ასაჯაროვებდა.როცა ამას სკანდალი მოჰყვა – არჩვაძემ მისთვის ჩვეული უტიფარი ტყუილი იკადრა-ეს სურათი მე კი არა-ანა ჯაბაურმა გადაუღო და ფეისბუკზეც მან განათავსაო. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და მანანას მიერ თავის კედელზე გაზიარებული მძინარე ცოტნეს ვიდეო-სქრინი უტყუარი მტკიცებულებაა იმისა,რომ არჩვაძე მორიგ ჯერზე ცრუობს!
და ბოლოს მინდა იმედი გამოვთქვა,რომ თურქ ექიმებს ეყოფათ გონიერება იმისთვის,რომ მანანა არჩვაძეს მთლიანად შეეზღუდოს ცოტნე გამსახურდიას პალატაში შესვლის უფლება,რადგან მთავარი პრიორიტეტი ალბათ ყველა დამეთანხმებით-ცოტნეს ჯანმრთელობაა,რომელსაც ასე აზიანებს მისი ბიოლოგიური დედა და აინუნშიც არ აგდებს ამ ამბავს. ვუსურვოთ ცოტნეს რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელება და ამით დასრულებულიყოს გამსახურდიების ოჯახზე თავს დატეხილ მრავალწლიან უბედურებათა რიგი! უფალი ფარავდეს ცოტნეს და ყველა მის კეთილისმსურველს!“ – წერს მაია ორჯონიკიძე.
კომენტარები