საქართველოსაზოგადოება

ბათუმში წელს პირველი თოვლი მოვიდა (ვიდეო)

ბათუმში წელს პირველი თოვლი მოვიდა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, თოვლმა მოსახლეობის განწყობაზე იმოქმედა – ადგილობრივები და ტურისტები ბულვარსა და სანაპიროზე სეირნობენ.

ამ დროისთვის თოვლს ქალაქისთვის პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა ნალექის გაგრძელების შემთხვევაში მარადმწვანე ხეებს შესაძლოა პრობლემები შეექმნას. პრობლემები მოსალოდნელია ავტოტრანსპორტის გადაადგილების კუთხითაც.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს დათოვლილი დეკორატიული და ბუჩქოვანი ხე-მცენარეების დაფერთხვის სამუშაოები. პარალელურად მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს უკვე თოვლისგან გზის საფარის გაწმენდის სამუშაოები.

ამ დროისთვის, ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი გამტარუნარიანია, რაც ქალაქის ტერიტორიაზე დატბორვის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close