საზოგადოებასაქართველო

„სოფლად სახლის“ ფარგლებში საცხოვრებელს 400-ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში 401 ოჯახი შეარჩია, რომლებსაც სახელმწიფო საცხოვრებელ ფართს შეუძენს.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად საქართველოს ნებისმიერ რეგიონში საკუთარი სურვილისამებრ შეერჩიათ. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შერჩეული საცხოვრებლების შესყიდვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. თითოეულ ოჯახზე დაფინანსების რაოდენობა მათი სულადობის მიხედვით განისაზღვრა.
„სოფლად სახლის“ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი სულ 715-მა დევნილმა ოჯახმა გამოთქვა, თუმცა წელს მათგან მხოლოდ 401 შეირჩა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის თქმით, ვიდრე სახლების შეძენის პროცესი დაიწყება, მანამდე მათი მდგრადობის შესახებ ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.
„სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს სახელმწიფომ სახლი ათასზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა.
kutaisipost.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close