fbpx
მედიცინამსოფლიოnews

გადანერგილი საშვილოსნოს დახმარებით აშშ-ში კიდევ ერთი ბავშვი გაჩნდა (ვიდეო)

ამერიკის შეერთებულ შტატებში გადანერგილი საშვილოსნოს მეშვეობით მეორე ბავშვი დაიბადა, რომელიც ჯანმრთელია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯენიფერ გობრეხტი 17 წლის იყო, როდესაც ექიმებმა უნაყოფობის შესახებ ამცნეს.

სპეციალისტებმა მას გარდაცვლილი ადამიანის საშვილოსნო გადაუნერგეს. საშვილოსნოში ემბრიონის მოთავსებიდან 10 დღის შემდეგ კი შეატყობინეს, რომ იგი ორსულად იყო.

მას და მის მეუღლეს ახლა ვაჟი, ბენჯამინი ჰყავთ. ბავშვის დაბადების შემდეგ ჯენიფერს გადანერგილი საშვილოსნო მოაშორეს.

გადანერგილი საშვილოსნოს შედეგად პირველი ბავშვი მსოფლიოში 2017 წელს დაიბადა.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close