კრიმინალიქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

24 წლის დედა ითხოვს, დაუბრუნონ შვილი, რომელიც კალამატაში სანაგვეზე მიატოვა

24 წლის ქალი, რომელმაც ჩვილი სანაგვეზე დატოვა, ადვოკატის მეშვეობით ცდილობს შვილის დაბრუნებას. ამის შესახებ ინფორმაციას NEWSONE.GR ავრცელებს.

ადვოკატის მტკიცებით, იგი ნანობს ჩადენილ საქციელს და უნდა, საქმით დაამტკიცოს, რომ შეუძლია დედობა გაწიოს.

ბავშვი, რომელიც კალამატის საავადმყოფოში დაიბადა, ამჟამად ათენში, ჩვილ ბავშვთა სახლში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადვოკატის მტკიცებით, დანაშაულის ჩადენის მომენტში 24 წლის ქალი მძიმე დეპრესიაში იმყოფებოდა და არ იცოდა, რას აკეთებდა. ამავე დროს, მან ბავშვი ნაგვის ურნაში კი არ ჩააგდო, არამედ იქვე დატოვა, რათა შემდგომში იგი ვინმეს ეპოვა და წაეყვანა. ჩვენების მიცემის დროს ქალმა ბავშვის მამა დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, არ ინტერესდება შვილის არსებობით.

როგორც ცნობილია, 18 დეკემბერს დილით კალამატაში (პელოპონესი) 6 დღის ბიჭუნა ნაგვის ბაკში გადაგდებული იპოვეს. კალამატის მერის ინფორმაციით, ბავშვი სასწაულმა გადაარჩინა, რადგან ნაგვის მანქანას იმ დილით ტექნიკური პრობლემა შეექმნა და ადგილზე მისვლა დააგვიანა, რაც ჩვილისთვის გადარჩენის ტოლფასი აღმოჩნდა, რადგან იგი დაახლოებით დილის 6:40 სთ-ზე ბერძენმა ქალმა იპოვა, რომელიც ნაგვის გადასაყრელად მივიდა ბაკთან.

ამ ფაქტიდან მალევე დააკავეს ბავშვის დედა, რომელიც ქართველი აღმოჩნდა. მას წინასწარგანზრახული მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. ახლა კი დედა, რომელმაც შვილი სანაგვეზე დატოვა, ნანობს თავის საქციელს და ბავშვის დაბრუნებას ითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის შვილად აყვანის და გაზრდის სურვილი რამდენიმე ბერძნულმა ოჯახმაც გამოთქვა.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე: საბერძნეთი: ნაგვის ბაკში ჩაგდებული ჩვილი სასწაულმა გადაარჩინა, დედა საქართველოს მოქალაქეა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close