fbpx
იტალიაკრიმინალისპორტი

იტალიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს 3,5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

იტალიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფაბრიციო მიკოლის 3,5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. იტალიური მედიის ცნობით, მიკოლის მაფიასთან კავშირსა და ფულის გამოძალვაში ედებოდა ბრალი.

ფეხბურთელი დაუკავშირდა მაფიის ერთ-ერთი ბოსის შვილს, მაურო ლაურიჩელას და მისი მეგობრისთვის ვალის დაბრუნებაში დახმარების სანაცვლოდ, აღებული თანხიდან წილის მიცემას დაჰპირდა.

ამის შემდეგ ლაურიჩელამ რამდენიმე ადამიანისგან ფულის გამოძალვის მიზნით სასტიკი მეთოდები გამოიყენა და მიკოლის 20 ათასი ევრო დაუბრუნა.

ყოფილი ფეხბურთელის ადვოკატებმა განაჩენი გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ვერდიქტი ძალაში დატოვა.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close