კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: ნაგვის ბაკში ჩაგდებული ჩვილი სასწაულმა გადაარჩინა, დედა საქართველოს მოქალაქეა

18 დეკემბერს, დღისით პოლიციამ დააკავა ახალშობილის 25 წლის დედა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. პოლიცია ცდილობს გაერკვეს, რამ აიძულა ახალგაზრდა ქალი, ასე სასტიკად მოქცეოდა საკუთარ ახალშობილ შვილს, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ნაგავში გადააგდო და სასიკვდილოდ გაიმეტა. ამის შესახებ CNN GREECE-ი იუწყება

როგორც კალამატის (პელოპონესი) მერი ბატონი ვასილოპულოსი ჰყვება, ჩვილი სასწაულმა გადაარჩინა. „საბრალოს, უბრალოდ, გაუმართლა. ჩვეულებრივ, ამ რაიონში ნაგვის მანქანა დილის 5:00 საათზე მოდის ხოლმე, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო ნაგავმზიდს დააგვიანდა, ამიტომ მტირალი ბავშვი მანამ იპოვეს, სანამ ნაგვის ბაკებს დაცლიდნენ. საქმე ის არის, რომ ნაგვის ბაკი მიწაშია ჩადგმული და ნაგავმზიდში ბავშვის ხმას ვერ გაიგონებდნენ“, – განაცხადა კალამატის მერმა ტელეკომპანია Alpha-ს ეთერში.

საბრალო პატარა დღეს დილით იპოვეს კალამატის ცენტრში, კანარის და არისტოტელეს ქუჩების გადაკვეთაზე. ჩვილი იქვე ახლოს მცხოვრებმა ქალმა აღმოაჩინა 6:40 საათზე, რომელმაც ნაგავი გაიტანა გადასაყრელად. ბაკთან მისულმა ქალმა უეცრად ბავშვის ტირილი გაიგონა, როდესაც ჩაიხედა, ახალშობილი დაინახა და მაშინვე პოლიციას დაურეკა.

ამჟამად პატარა კალამატის საავადმყოფოში იმყოფება. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი 6 დღის წინ დაიბადა და ჯანმრთელია.

წყარო: cnn.gr

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close