მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ვენის ოპერის საბალეტო სკოლაში ბავშვებს წონის შესანარჩუნებლად მოწევას ურჩევდნენ

ვენის სახელმწიფო ოპერის საბალეტო სკოლაში ბავშვებს წონის შესანარჩუნებლად მოწევას ურჩევდნენ. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მისი ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური კომისიის დასკვნაში, რომელიც აკადემიაში დარღვევებს იძიებს.

კომისიამ დაადგინა, რომ ახალგაზრდა მოცეკვავეების მიმართ სწავლების მკაცრ მეთოდებს იყენებდნენ და ისინი დიდ დატვირთვას განიცდიდნენ. როგორც საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი სიუზან რეინდლ-კრაუსკოპფი ამბობს, საბალეტო სკოლაში მოსწავლეებს მოწევა ურჩიეს, რათა წონა არ მოემატებინათ.

„აშკარაა, რომ ბავშვები და მოზარდები არ არიან საკმარისად დაცული დისკრიმინაციისგან, გულგრილი დამოკიდებულებისა და ჯანმრთელობისთვის ნეგატიური შედეგებისგან“, – ნათქვამია ანგარიშში.

ვენის სახელმწიფო ოპერაში აცხადებენ, რომ წარმოდგენებში მოსწავლეთა მონაწილეობა უკვე შეამცირეს და პირობა დადეს, რომ უფრო დეტალურად შეისწავლიან ანგარიშს.

სპეციალური კომისია მას შემდეგ შეიქმნა, რაც მიმდინარე წლის მაისში ერთ-ერთმა ავსტრიულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია ვენის საბალეტო სკოლაში სწავლების მეთოდების შესახებ. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ მოსწავლეები რეგულარულად განიცდიდნენ დამცირებას, გოგონები კი მკაცრი მეთოდებით ხშირად ანორექსიამდე მიჰყავთ. გამოცემა ერთ-ერთი მოსწავლის სექსუალურ შევიწროებაზეც წერდა.

ავსტრიის კულტურის მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად საგანგებო ზომების განხორციელება მოითხოვა.

ვენის სახელმწიფო ოპერის საბალეტო სკოლა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია. სკოლა 1771 წელს არის დაარსებული.

წყარო: tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close