მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიnewsსაზოგადოება

100 წლის კუ დიეგო 800 პატარას მამა გახდა – როგორ იჩეკებიან პატარები (ვიდეო)

გიგანტურ კუს, რომლის ლიბიდომაც მისი სახეობა გადაშენებისგან იხსნა, ველურ ბუნებაში დააბრუნებენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დიეგო ერთ-ერთი იყო იმ 14 მამრ კუს შორის, რომლებიც სპეციალისტებმა 1960-იან წლებში გალაპაგოსის კუნძულზე გამრავლების პროგრამისთვის შეარჩიეს. 50 წლის წინ კუნძულ ​ესპანიოლაზე მხოლოდ 2 მამრი და 12 მდედრი გიგანტური კუ ბინადრობდა. პოპულაციის აღსადგენად დიეგო გალაპაგოსის კუნძუზლებზე აშშ-იდან, სან დიეგოს ზოოპარკიდან ჩაიყვანეს.

პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა, მის ფარგლებში 2000-ზე მეტი გიგანტური კუ დაიბადა. დიდი წვლილი ამაში დიეგოს მიუძღვის. არსებული მონაცემებით, 100 წლის კუ 800 პატარას მამა გახდა. პროგრამა დასრულდა და მარტში დიეგოს მშობლიურ ​ესპანიოლაზე გაუშვებენ. იქ 1800 კუ იცხოვრებს, აქედან 40% დიეგოს შთამომავლები არიან.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close