fbpx
მსოფლიოსაზოგადოებასპორტი

ჩხუბი ქართველ და უკრაინელ მოჭიდავეებს შორის (ვიდეო)

სტამბოლში მიმდინარე ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირზე ქართველ და უკრაინელ მოჭიდავეებს შორის კონფლიქტი მოხდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ ერბოწონაშვილს 79 კგ წონით კატეგორიაში ფინალში გასვლის კარგი შანსი ჰქონდა – ქართველი მოჭიდავე უკრაინის წარმომადგენელ ზაკარიევს 8:5 ამარცხებდა, თუმცა შეხვედრის ბოლო წამებზე მეტოქემ აკრძალული ხერხების გამოყენება დაიწყო, ბოლოს კი აშკარა უხეშობაზე გადავიდა, ბოლოს კი ზაკარიევმა ერბოწონაშვილს სახეში ჩაარტყა, რაზეც ქართველმაც უპასუხა.

ხალიჩაზე უკრაინელთა მწვრთნელი გამოჩნდა, რომელმაც ზურაბს ძლიერად დაარტყა – ამას მხარეებს შორის კონფლიქტი მოჰყვა. საბოლოოდ, ორგანიზატორებმა ორივე მოჭიდავე ტურნირიდან მოხსნეს.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close