fbpx
საზოგადოებასაქართველოსპორტი

ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებმა ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეორე დღეს ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ ლოზანაში წყვილთა შორის ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ქართველმა მოციგურავეებმა მოკლე პროგრამაში გამოსვლა 59.14 ქულით დაასრულეს და რვა წყვის შორის მესამე ადგილზე გავიდნენ.

„ლოზანაში სულ მსოფლიოს 8 საუკეთესო წყვილი გამოდიოდა. მათ შესარჩევ ტურნირებზე, მძაფრი კონკურენციის პირობებში მოიპოვეს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები. ცხადია, განსაკუთრებით კონკურენტულ გარემოში წარიმართა უშუალოდ ოლიმპიური ტურნირი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ღირსეულად განვლეს, მაღალი ოსტატობა და ბრძოლის უნარი გამოავლინეს და ისტორიულ შედეგს მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა მოციგურავეებმა სოლიდური უპირატესობით აჯობეს კანადელ, ამერიკელ, ჩინელ, უკრაინელ და გერმანელ კონკურენტებს. კვარცხლბეკის პირველი და მეორე საფეხურზე რუსი მოციგურავეები ავიდნენ.

საქართველოს ნაკრებისთვის აქამდე წარმატებული იყო ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, სადაც ჩვენი ოლიმპიელების მონაგარი 1 ოქროს, 6 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალს შეადგენს“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

13 იანვარს ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საპრიზო სამეულში მოსახვედრად იბრძოლებს ალინა ურუშაძე, რომელიც გოგონათა მოკლე პროგრამის შემდეგ მე-5 ადგილზე იმყოფება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close