იტალიამიგრაციასაზოგადოება

იტალიაში სახლების ერთ დოლარად გაყიდვა ათობით ქალაქმა დაიწყო

წარმატებული მაგალითის შემდეგ სახლების 1 დოლარიდან გაყიდვა იტალიის ათობით ქალაქმა დაიწყო. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაახლოებით 1 წლის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ იტალიის სამხრეთში მდებარე, მოსახლეობისგან თითქმის დაცლილი ქალაქი სამბუკა ახალ მაცხოვრებლებს ეძებდა. სამბუკის თვითმმართველობამ მიტოვებული სახლების აუქციონზე გატანა დაიწყო, რომელთა საწყისი ფასიც 1 დოლარს შეადგენდა.

სტატიამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოწვია და სახლის შეძენის სურვილი ასობით ადამიანმა გამოთქვა.

ამ ამბიდან რამდენიმე კვირაში იტალიის კუნძულ სიცილიის ქალაქმა კამარატამ მსგავსი კამპანია წამოიწყო. ქალაქის თვითმმართველობამ გადაწყვიტა მიტოვებული სახლები ახალმოსახლეებისთვის გადაეცა უსასყიდლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 2 000-იდან 5 000 დოლარამდე დეპოზიტს გადაიხდიდნენ. მათ 1-წლიანი ვადა ეძლეოდათ სახლის შესაკეთებლად, რის შემდეგაც დეპოზიტს უკან იბრუნებდნენ.

ამ ამბის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში კამარატაში საცხოვრებლად გადასვლის სურვილი ასობით ადამიანმა გამოთქვა.

2 წარმატებული მაგალითის შემდეგ იტალიაში მოსახლეობისგან თითქმის დაცლილმა ათობით ქალაქმა გადაწყვიტა მსგავსი ხერხით ახალი მცხოვრებლები მოეზიდა. აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულ პირებს თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულ პირობას სთავაზობს, თუმცა მათი მიზანი და მთავარი პრინციპი კვლავ ქალაქების გადარჩენაა.

CNN-ის ინფორმაციით, მსგავსი კამპანიები იტალიის სხვადასხვა ნაწილში დაიწყო და ქვეყნის პატარა ქალაქები თუ სოფლები ახალმოსახლეებს ელიან.

bpn.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close