fbpx
მედიცინამსოფლიო

ამერიკელი მეცნიერების აღმოჩენა – ხელოვნური თირკმელი დიალიზის საჭიროებას გამორიცხავს

შეერთებულ შტატებში თირკმლის გადანერგვას 100 ათასზე მეტი ადამიანი ელოდება და მომლოდინეთა სიას ყოველ თოთხმეტი წუთში ერთი ადამიანი ემატება. იმის გამო, რომ თირკმელის ლოდინის დრო, საშუალოდ, სამიდან ხუთ წლამდე მერყეობს, ყოველდღიურად, ტრანსპლანტაციის მიღების მოლოდინში ცამეტი ადამიანი იღუპება. მარტო შეერთებულ შტატებში ორგანოთა უკმარისობა ათასობით პაციენტს დიალიზზე ტოვებს, მაგრამ მეცნიერებმა შესაძლოა ეს პრობლემა მსოფლიოში პირველი ხელოვნური თირკმლის შექმნით გადაჭრან.

20-წლიანი მუშაობის შემდეგ ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი მზადაა, მედიცინის ისტორიაში პირველად, გადასანერგი ხელოვნური თირკმელი შექმნას. იმპლანტი შეიქმნება იმავე ტექნოლოგიით, რომელიც გამოიყენება კომპიუტერული ჩიპების დასამზადებლად.

ხელოვნური თირკმელების პროექტის ავტორები არიან უილიამ ფისელი ვანდერბილის უნივერსიტეტიდან და შოვო როი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. მათ შეიმუშავეს ხელოვნური თირკმელი, რომელიც იყენებს ცოცხალი თირკმლის უჯრედებს სპეციალიზებულ მიკროჩიპებთან ერთად, თირკმლის მოქმედებების შესასრულებლად.

მეცნიერები 2 წლის განმავლობაში თირკმლის გადანერგვის წინაკლინიკურ გამოკვლევებს ღორებზე ატარებდნენ. შედეგი დამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ მათ ნება დართეს გადანერგვების კლინიკური კვლევები უკვე ადამიანებზე ჩაეტარებინათ.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სიახლე მძიმე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს დამღლელი დიალიზისაგან გაათავისუფლებს. აგრეთვე, შემცირდება გადასანერგი თირკმელების კრიტიკული დეფიციტი, როცა თირკმლის მომლოდინე 6 პაციენტიდან ამ ორგანოს მხოლოდ ერთი ღებულობს.

წყარო: infopostalioni.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close