კინო/ფილმებიnews

„ემის“ გამარჯვებულები გამოვლინდა – საუკეთესო სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ გახდა, საუკეთესო მინი სერიალი – „ჩერნობილი“

ამერიკული ტელეაკადემიის გადაწყვეტილებით, „საუკეთესო დრამატული სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ (GAMES OF THRINES) გახდა. აღსანიშნავია, რომ „ეიჩბიოუს“ (HBO) შოუს ეს ჯილდო აქამდე ოთხჯერ აქვს მოგებული. „ემის“ 71-ე დაჯილდოებაზე სერიალმა 12 პრიზი მოიპოვა.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში „ემი“ ამერიკელ მომღერალს და მსახიობს, ბილი პორტერს გადაეცა სერიალ „პოზაში“ („Pose“) განსახიერებული როლისთვის. აღსანიშნავია, რომ ბილი პორტერი პირველი გეი მსახიობია, რომელმაც ეს ჯილდო დაიმსახურა.

საუკეთესო მსახიობ ქალად ჯოდი კომერი აღიარეს სერიალში „ევას მკვლელობისას“ შესრულებული მთავარი როლისთვის.

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის „ემი“ პიტერ დინკლეიჯმა დაიმსახურა („სამეფო კარის თამაშები“, ტირიონ ლანისტერი), ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი კილდო ჯულია გარნერს გადაეცა (სერიალი „ოზარკი“).

ამერიკულმა ტელეაკადემიამ საუკეთესო მინი სერიალად (Limited Series) „ჩერნობილი“ აღიარა.

„ემის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში  Microsoft Theatre-ში გაიმართა.

პრემია „ემის“ (Emmy) სატელევიზიო ხელოვნების და მეცნიერების ამერიკული აკადემია (Academy of Television Arts & Sciences) ანიჭებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა სატალევიზიო ნამუშევრების სფეროში. გამარჯვებულებს, რომელთაც ტელეაკადემიის დაახლოებით 25 ათასი წევრი ავლენს, გადაეცემათ ოქროს ქანდაკება – ფრთოსანი ქალი ატომით ხელში – მეცნიერებისა და ხელოვნების ერთიანობის სიმბოლო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close