თბილისში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დასაარსებლად აშშ-ის მთავრობამ 700 000 დოლარი გამოყო

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დასაარსებლად 700 000 ათასი დოლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შემოწირულობა ორგანიზაციებს – „გლობალ ჰილინგს“ და „ჯო ენის სამედიცინო ინსტიტუტს“ გადაეცემა.

„ბავშვები ავად არ უნდა ხდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, ჰქონდეს უმაღლესი დონის ცენტრი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის, ამერიკის მთავრობამ „გლობალ ჰილინგსა“ და „ჯო ენის სამედიცინო ცენტრს“ 700 000 დოლარი გადასცა, რაც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობის დაწყების ვადები და ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია.

reginfo.ge

კომენტარები