fbpx
მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ამერიკელი მამაკაცი წყალქვეშ ხელის თხოვნის დროს დაიხრჩო (ვიდეო)

ახალგაზრდა ამერიკელი კაცი, რომელმაც გადაწყვიტა, შეყვარებულისთვის ხელი ორიგინალურად, წყალქვეშ ეთხოვა, დაიხრჩო. ამის შესახებ SKY NEWS-ი წერს.

სტივენ ვებერი და კენეშა ანტუანი ტანზანიაში ისვენებდნენ. ვებერმა გადაწყვიტა, რომ საყვარელი ქალისთვის ხელი თეთრ ქაღალდზე დაწერილი ტექსტით წყალქვეშ ეთხოვა და ბეჭედიც ეჩვენებინა.

„სუნთქვის შეკავებას იმდენ ხანს ვერ შევძლებ, რამდენიც იმ ყველაფრის ჩამოსათვლელად მეყოფა, რაც შენში მიყვარს. მაგრამ… ყველაფერი, რაც შენში მიყვარს, ყოველდღე უფრო და უფრო მიყვარდება“, – ეწერა მის წერილში.

შემდეგ მან ფურცელი გადააბრუნა, რათა ეპოვა ზედ დაწერილი სიტყვები: „გახდები ჩემი ცოლი?“ – და ბოლოს კი, სანამ თვალთახედვის არიდან გაქრებოდა, ნიშნობის ბეჭედი ამოიღო ჯიბიდან…

კენეშა ანტუანმა ვიდეოს გადაღება მოასწრო, რომელიც მოგვიანებით ფეისბუქზე გამოაქვეყნა – ვიდეოში იგი ბედნიერებისაგან იცინის და ამბობს: „Yes! Yes! Yes!“ – თუმცა სტივენს მისი „დიახ“ არ მოუსმენია, იგი წყალში გარდაიცვალა.

სტივენ ვებერი და მისი მეგობარი ქალი კენეშა ანტუანი კუნძულ პემბაზე (მარჯნის კუნძული აღმოსავლეთ აფრიკაში, ეკუთვნის ტანზანიას), წყალქვეშ მდებარე სასტუმროში ისვენებდნენ.

წყალქვეშა სასტუმროში ერთი ღამის გატარება 1700 დოლარი ღირს. უჩვეულო სასტუმროების ოთახები კუნძულ პემბასთან ახლოს, წყალქვეშ 10 მეტრის სიღრმეში მდებარეობს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close