დღის თემასაზოგადოებასაქართველო
ილია მეორე: „საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი შემთხვევით არ არის“
„შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა“, – ამ სიტყვებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის ტაძარში ქადაგებისას მრევლს მიმართა.
„ყოველ მარიამს და მთელ საქართველოს ვულოცავთ მარიამის დაბადების დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაბადების დღეს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის დიდებული დღე, და საქართველო, თქვენ იცით, წილხვედრია ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა. შეგეწიოთ ღვთისმშობელი დედა, გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა პატრიარქმა.
ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს მართლმადიდებლური სამყარო 21 სექტემბერს აღნიშნავს.
imedinews.ge
კომენტარები