პრინცესა შარლოტამ სკოლის მეგობრებს უთხრა, რომ დედამისი ორსულად არის

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქალიშვილმა, პრინცესა შარლოტამ სკოლის ამხანაგებს ოჯახის საიდუმლო გაუმხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრალიური ტაბლოიდი NEW IDEA ავრცელებს.

პრინცესა შარლოტამ მეგობრებს გაუმხილა, რომ დედამისი ორსულად არის და მალე დაიკო ეყოლება. ბავშვების საუბარი მასწავლებლის თანაშემწემ გაიგო და ამის შესახებ მედიას აცნობა.

4 წლის შარლოტა მშობლებმა დაწყებით სკოლაში 5 სექტემბერს მიიყვანეს. პრინც უილიამს და ქეით მიდლტონს სამი შვილი ჰყავთ – ჯორჯი, შარლოტა და ლუისი.

imedinews.ge

კომენტარები