მსოფლიოპოლიტიკარას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

იაკუტიელი შამანი, რომელიც „პუტინის ჯოჯოხეთში განდევნას“ აპირებდა, ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში გადაიყვანეს

იაკუტიელი შამანი ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც მოსკოვში ფეხით მიდიოდა, რათა „პუტინი ჯოჯოხეთში განედევნა“, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა 19 სექტემბერს დააკავეს ირკუტსკის ოლქისა და ბურიატიის საზღვართან. იგი უკვე 6 თვეა ფეხით მიდის მოსკოვისკენ, საიდანაც 2021 წელს პუტინის განდევნას აპირებს.

19 სექტემბერს ღამით ბანაკს, სადაც შამანის მხარდამჭერებს ეძინათ, რამდენიმე მანქანა მიუახლოვდა. თვითმხილველთა თქმით, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა გაბიშევის კარავს ალყა შემოარტყეს და შამანი დააკავეს; მას თავისი ნივთების აკრეფის საშუალება არ მისცეს,  ჩამოართვეს ურიკაც, რომელიც თან მიჰქონდა.

რუსეთის შს სამინისტროს რეგიონული განყოფილების ინფორმაციით, გაბიშევი ულან-უდეს პოლიციაში გადაიყვანეს. როგორც მოგვიანებით იაკუტიის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს, ამჟამად გაბიშევი ადგილობრივ ფსიქონევროლოგიურ დისპანსერშია გადაყვანილი, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს პათოლოგიები გამოუვლინდა, ჩვენ მზად ვართ მას კვალიფიციური დახმარება გავუწიოთ. საჭიროების შემთხვევაში სპეციალურ სამსახურებს მივმართავთ“, – ნათქვამია იაკუტიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალმაგაბიშევს „სინდისის პატიმარი“ უწოდა. „რუსეთის ხელისუფლების რეაქცია აბსურდულია“, – განაცხადა „ამნესთი ინთერნეიშენალის“​ რუსული ბიუროს დირექტორმა ნატალია ზვიაგინამ.

„ისევე, როგორც თითოეულ მოქალაქეს, გაბიშევსაც აქვს უფლება, პოლიტიკური შეხედულებები თავისუფლად გამოხატოს და ჩაატაროს რელიგიური რიტუალები“, – განაცხადა ზვიაგინამ. მან რუსეთის მთავრობას შამანის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება მოსთხოვა.

იაკუტიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გაბიშევი „დანაშაულისთვის იძებნებოდა“, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებიათ.

ვინ არის შამანი ალექსანდრ გაბიშევი, რატომ სურს პუტინის განდევნა და რატომ ეშინია პუტინს მისი? იგი რუსეთის პრეზიდენტს ბნელი ძალების მოციქულად, „დემონად“ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მისი განდევნა მხოლოდ შამანს შეუძლია. შამანი მოსკოვისკენ მიემართებოდა, რათა წითელ მოედანზე სპეციალური რიტუალი ჩაეტარებინა და პუტინი ჯოჯოხეთში ჩაეგდო, საიდანაც მოვიდა.

გზად ალექსანდრ გაბიშევს ძალიან ბევრი ადამიანი ეხმარებოდა ფულით, საკვებით, მას ბევრი მომხრე ჰყავს იაკუტიაშიც და ბურიატიაშიც; გავრცელებული ინფორმაციით, ულან უდეში გაბიშევს უამრავი ადამიანი ელოდა, რომლებიც მის შესახვედრად და მოსასმენად ქალაქის მთავარ მოედანზე აპირებდნენ შეკრებას.

წყარო: 24tv.ua

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close