საზოგადოებასაბერძნეთი

თესალონიკში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაიტბორა ათობით სახლი. ყველაზე მეტად სტიქიამ ქალაქის დასავლეთ ნაწილი დააზარალა. დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი.

საგანგებო სამსახურებმა 150-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს.

წყალდიდობის გამო თესალონიკის ერთ-ერთ რაიონში ორი მძღოლი ბლოკირებული აღმოჩნდა. ერთ-ერთმა მათგანმა წყლიდან დამოუკიდებლად გამოსვლა შეძლო, მეორეს კი მაშველების დახმარება დასჭირდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close