რას არ გაიგებ/ფაქტებიnewsსაზოგადოება
კალიფორნიელი ქალი სახის კრემის გამოყენების შემდეგ კომაში ჩავარდა
კალიფორნიელი ქალი სახის კრემის გამოყენების შემდეგ ნახევრად კომატოზურ მდგომარეობაშია. 47 წლის ქალმა Pond-ის სამარკო ნიშნით დამზადებული, მექსიკიდან შემოტანილი დაბერების საწინააღმდეგო კრემი გამოიყენა.
საკრამენტოს ჯანდაცვის სამსახურის დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ იმპორტიორმა კრემს მეთილირებული ნივთიერება დაუმატა.
Pond-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ნივთიერების შემცველ პროდუქტს არ აწარმოებს. კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს.
აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებით, ნივთიერების გამოყენება საკმაოდ სახიფათოა ცენტრალური ნერვული სისტემისა და მხედველობისთვის. მან, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს ქიმიური მოწამლვა.
imedinews.ge
კომენტარები