საზოგადოებასაქართველო

ასლან აბაშიძე 80 წლის ასაკში ოჯახის მზარეულზე დაქორწინდა

გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ასლან აბაშიძემ 80 წლის ასაკში ოფიციალურად მეორედ იქორწინა. აბაშიძის რჩეული მისი ოჯახის ყოფილი მზარეული ანაიდა ოვაკუმიანია, რომელთანაც მას 4 წლის ვაჟი ჰყავს.

ასლან აბაშიძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს – გიორგი და დიანა, მისი პირველი მეუღლე კი გარდაცვლილია.

აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს საქართველოში 15-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი. 2013 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური დამნაშავედ ცნო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობაში, თანამდებობის პირის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების და განაჩენის განზრახ შეუსრულებლობაში და აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მკვლელობაში.

mediamall.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close