დანიურმა ბანკებმა იპოთეკური სესხის პროცენტი ნულამდე დაიყვანეს

დანიაში დაიწყო იპოთეკური სესხების გაცემა წლიური ნულპროცენტიანი განაკვეთით, – იუწყება სააგენტობლუმბერგი“.

ნულპროცენტიანი იპოთეკური სესხის გაცემის ინიციატივა, იმ პირობით, რომ სესხს 20- წლიანი ვადით აიღებენ, ადგილობრივ ბანკს – Nordea Bank Abp-ს ეკუთვნის.

რამდენიმე ხნის წინ სხვა დანიურმა დიდმა ბანკმა – Realkredit-მა შესთავაზა მომხმარებლებს 0,5-პროცენტიანი სესხი 30-წლიანი ვადით. კიდევ ერთი დანიური ბანკი – Juske Bank-ი კი გეგმავს, გასცეს 10-წლიანი სესხი უარყოფითი განაკვეთით – მინუს 0,5%-ით. ამ შემთხვევაში სესხის ამღები თვითონ მიიღებს პროცენტს ბანკისგან.

წყარო: geworld.ge

კომენტარები