საზოგადოებასაქართველო

ფოთში ნაპოვნი „წითელ წიგნში“ შეყვანილი გიგანტური კუ ზღვაში დააბრუნეს

50 წლის გიგანტური კუ რამდენიმე თვის წინ, მიმდინარე წლის მარტში ფოთის მკვიდრმა ლაშა ხოჯავამ იპოვა. ზღვის კუ გადაშენების პირას მყოფ სახეობას – კარეტა კარეტას (ლათ. CARETTA CARETTA) განეკუთვნება.

ლაშა ხოჯავას თქმით, სცადა იგი ისევ წყალში დაებრუნებინა, თუმცა კუმ გაცურვა ვერ შეძლო, ამიტომ სახლში წაიყვანა და შემდეგ სპეციალისტებს გადასცა. ამ უკანასკნელთა დასკვნით, ის გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა, კუს ფილტვების ანთება აღმოაჩნდა. შესაბამისი მკურნალობა კუს სასტუმრო „პარაგრაფის“ ოკეანერიუმის საკარანტინო აუზში ჩაუტარდა.

სპეციალისტების თქმით, ივნისში შავი ზღვის წყლის ტემპერატურა დაახლოებით 20-22 გრადუსია, რაც სრულად შესაბამისია კუს საბინადრო გარემოში დასაბრუნებლად. მათი რეკომენდაციის გათვალისწინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კუ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში ბუნებრივ გარემოში გაუშვეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close