საზოგადოებახელოვნებასაქართველო

ქართველი მოცარტი! – გაიცანით და მოუსმინეთ 9 წლის ვუნდერკინდს

ნიკოლოზ რაჭველი 9 წლის ცოტნე ზედგინიძეს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს:

„მეგობრებო, ძალიან ბედნიერი ვარ!!!! მე დღეს გავიცანი ქართველი მოცარტი!!! საოცარი, გენიალური, არნახული 9 წლის ვუნდერკინდი!!!! თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე!!!!! დიდი, ძაააალიან დიდი მუსიკოსი იზრდება საქართველოში ცოტნე ზედგინიძის სახით!!! განუმეორებელი ნიჭი და სიღრმე, ღმერთის რჩეული…

ღმერთო, დიდი მადლობა, რომ მომასწარი ასეთი ადამიანის არსებობას…

14 ივნისს ილიას უნივერსიტეტში დაუკრავს მის საკუთარ მუსიკას, ძალიან მაგარს, საინტერესოს, განსაკუთრებულს… აი რატომ და ვის გამო უნდა ვიყოთ ამაყები! ქართული შემოქმედებითი გენი ახალ ლეგენდას ბადებს და მინდა, რომ მან შეძლოს ბოლომდე გახსნა, აღმაფრენა და წარმატება! მჯერა მისი!!! მიყვარს!!! ვეთაყვანები, როგორც განგების რჩეულს!“ – წერს ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მოუსმინეთ პატარა მუსიკოსის 2 კომპოზიციას მისივე შესრულებით:

 

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close