კრიმინალისაქართველო

მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიესაჯა.

გორის რაიონულ სასამართლოში სასჯელის ზომის გამოცხადებისას ბრალდებულის დედა და დეიდა შეუძლოდ გახდნენ და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კონსული ჯენეთ რებერი ხადის ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მალხაზ კობაურისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას სამართლიან გადაწყვეტილებად აფასებს. როგორც კონსულმა ჟურნალისტებს განუცხადა, სმიტების ახლობლები სწორედ სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ.

ბრალდებულის ადვოკატის, ლექსო კობაიძის თქმით, იგი უვადო პატიმრობას ელოდა, თუმცა მალხაზ კობაურს უდანაშაულოდ მიიჩნევს. კობაურის დაცვის მხარე აცხადებს, რომ აუცილებლად გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში, რისთვისაც მათ ერთთვიანი ვადა აქვთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close