იტალიის მოქალაქეობას რამი შეჰატას გარდა მისი მაროკოელი თანაკლასელიც მიიღებს

ჯორჯო კიელინი, „იუვენტუსისა“ და იტალიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, რამის და ადამს გულთბილად შეხვდა. Getty-images-ის ფოტო
რამის გარდა იტალიის მოქალაქეობას მისი თანაკლასელი – მაროკოელი იმიგრანტი ადამ ელ ჰამამიც მიიღებს, ამის თაობაზე ANSA წერს. ადამმა, რამის მსგავსად, დამალა თავისი ტელეფონი და მოახერხა, რომ პოლიციისთვის შეეტყობინებინა ტერორისტი მძღოლის მიერ ავტობუსის გატაცების შესახებ.

იტალიის კანონმდებლობის თანახმად, იმიგრანტების შვილებს, რომლებიც იტალიაში დაიბადნენ, 18 წლის ასაკამდე უფლება არ აქვთ მიიღონ ამ ქვეყნის მოქალაქეობა. რამის და ადამის შემთხვევაში გამონაკლისს დაუშვებენ.

როგორც ცნობილია, შს მინიტრი მატეო სალვინი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, თუმცა საზოგადოებრივი აზრისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების ზეწოლის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. სალვინიმ ხაზი გაუსვა, რომ მოქალაქეობას მიიღებს ბიჭი და არა მისი ოჯახის წევრები.

რამიმ და ადამმა სატელევიზიო შოუ Che Tempo Che Fa-ში სტუმრობისას თქვეს, რომ როცა გაიზრდებიან, უნდათ პოლიციელები გახდნენ.

კომენტარები