კრიმინალიnewsსაქართველო
ბათუმის სანაპიროსთან დელფინის მოკვლისთვის თურქული გემის კაპიტანი 40900 ლარით დააჯარიმეს
10 მარტს ბათუმის სანაპიროსთან მოკლული დელფინი იპოვეს. შესაბამისმა უწყებებმა ერთობლივი ღონისძიებების შედეგად დაადგინეს სამართალდამრღვევი.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და შსს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივი ღონისძიებების საფუძველზე დაადგინეს სამართალდამრღვევი – თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი. სამართალდამრღვევმა აღიარა ჩადენილი ქმედება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ დამნაშავის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა“, – ნათქვამია გარემოსდაცვითი დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ კაპიტანი 40 900 ლარით დააჯარიმა. თურქული გემი საქართველოს საზღვაო წყლებს ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
კომენტარები