ქართველები უცხოეთშიიტალიასპორტი

კვარაცხელია სეზონის პირველივე შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

ხვიჩა კვარაცხელია სეზონის პირველივე შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად (MVP) აღიარეს – იტალიის თასზე „ნაპოლიმ“ სერია B-ს „მოდენა“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა შეასრულა და გუნდი 1/16-ფინალში გაიყვანა. ამას გარდა, ხვიჩამ თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა და „ნაპოლიში“ ყველაზე სახიფათო იყო – ამის შესახებ სტატისტიკას Stafutstixs-ი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ხვიჩა კვარაცხელიამ „მოდენასთან“ შესანიშნავად ითამაშა და ის შეხვედრის MVP გახდა. პასების სიზუსტე 90% ჰქონდა, შექმნა 7 საგოლე შანსი, 5-დან 3 დრიბლინგი წარმატებით დაასრულა, 100% ჰქონდა დარტყმების სიზუსტე, ხოლო 11 ორთაბრძოლიდან 7 მოიგო“.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close